სასწავლო პროექტი

1) პროექტის სახელწოდება: პროცენტი ჩვენს ირგვლივ და მათემატიკაში

2) პროექტის მთავარი იდეა ( თემა 1-2 წინადადებით): გაეცნონ პროცენტის ცნებას, შეძლონ ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა, რომელიც საჭიროებს გამოთვლებს პროცენტის საშუალებით

3) პროექტის აქტუალობა: პროცენტის თეორიული ცოდნის გაცნობის და ტრაქტიკული ამოცანების გაწაფვის შემდეგ მოსწავლეენი დაეხმარებიან მშობლებს სესხთან დაკავშირებული გადასახახადების გამოთვლაში და ობიექტური არჩევანის გაკეთებაში.

4) პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაეცნონ პროცენტის ცნებას, დაეუფლონ პრაქტიკულ გამოთვლებს და შეძლონ ცხოვრებისეული მაგალითის გადაწყვეტა პროცენტის გამოთვლების საშუალებით.

5) მონაწილეთა ასაკი: 11-12 წლის

6) ვადები, ხანგრძლივობა: 3 კვირა
7) მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან  კედლის გაზეთი, გააკეთებენ ჩანაწერები, მოამზადებენ პრეზენტაცია, დაწერენ რეფლექსიურ ესეს
8) პროექტისათვის საჭირო რესურსი: სახელმძღვანელო, ICT, ფლიფჩარტი, საკანცელარიო ნივთები (ფერადი ფურცლები, მარკერი წებოვანი ფურცლები)
9) პროექტის მსვლელობა (ძირიოთადი აქტივობები):
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ვსვამთ შეკითხვებს, მოგვყავს საჭირო მაგალითები
შერჩევითობის პრინციპით ვადგენ მოსწავლეთა ჯგუფებს, ვაძლევა დავალებად: გაეცნონ შესაბამის სახელმძღვანელოს, გადაწყვიტონ უმარტივესი მაგალითები, მოიყვანონ ცხოვრებისეული მაგალიები (საკუთარი ოჯახის ან ახლობლის), გამოყონ მათგან  აქტუალირი და მოამზადონ პრეზენტაცია თუ როგორ გადაწყვეტდნენ აღნიშნულ პრობლემას მათ.
პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ ვ-მ-ვ, რომ შევაფასო მათი საბაზო ცოდნა და დავადგინო საჭიროება.
პროექტის მსვლელობისას თითოეული ჯგუფი შექმნის კედლის გაზეთს და მოამზადებენ პრეზენტაციას. საბოლოოდ დაწერენ ესეს არგუმენტირებული მსჯელობით

10) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ICT
მათ
VI.1.     წილადის გამოსახულებაში უთითებს მის მთელ და წილად ნაწილებს, წილადის მრიცხველს და მნიშვნელს; იყენებს ამ ცოდნას წილადების შეფასების/შედარებისა და დალაგებისას;
VI.4.   გამოთვლებზე ამოცანის ამოხსნისას მსჯელობს, რა უფრო მიზანშეწონილია-არითმეტიკულ მოქმედებათა შედეგის შეფასება თუმისი ზუსტი მნიშვნელობის პოვნა.
მათ.VI.6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება.
 ადგენსრეალურივითარებისანმისისიტყვიერიაღწერისშესაბამის (წრფივიგამოსახულებითმოცემულტოლობასუტოლობასანგანტოლებას;
  • ის ტექნ. VI.2
      მონაცემთა და ციფრული მასალის შენახვისას ადარებს და აფასებს სხვადასხვა მოწყობილობას ან/და საცავს. მსჯელობს ერთი მათგანის უპირატესობის შესახებ მეორესთან შედარებით;

11) პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ია ემინაძე

12) ხელმძღვანელლის ელ.ფოსტა: iaeminazde.gmail.com

13) პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: https://ia-ist.blogspot.com/





Комментариев нет:

Отправить комментарий